მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


წეროვნის სპორტული ინფრასტრუქტურა

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და სპორტული აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

წეროვნის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილესთან, თამაზ ფოლოდაშვილთან და ადგილობრივი თვითმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

წეროვნის დევნილთა დასახლებაში დასრულდა სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში მინი მოედანზე დაიგო ახალი ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა განათებები და განახლდა ლითონის კონსტრუქციები, რომლითაც მოედანი იყო შემოსაზღვრული. მოეწყო ფეხბურთისა და კალათბურთის ფარები.

იგივე სამუშაოები ხორციელდება სოფელ წეროვნის სპორტულ მოედანზე, რომლის რეაბილიტაციას მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,სერვისი 2015“ ახორციელებს და მისი სახელშეკრულებო ფასი 93 000 ლარია.

დასრულებულია ასევე, ღია საჭიდაო სივრცის მოწყობა სპორტული მოედნის მიმდებარედ იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში.   

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც სოფლებში სპორტული მოედნების აღდგენასა და მოწესრიგებას ისახავს მიზნად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018