მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ქეთევან დედოფლის ხსენების დღე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს 26 სექტემბერს ყოველწლიურად აღნიშნავს.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დამსწრე საზოგადოებას მუხრანობა და ქეთევანობა მიულოცა. 

ღონიძიებას, ასევე, ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.  

მუხრანობა და წმინდანის ხსენების დღე, მუხრანის კულტურის სახლის მიმდებარედ, კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა. 

მოეწყო გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშების, თანამედროვე და მხატვრული ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა. გაიმართა მცხეთისა და მოწვეული მუნიციპალიტეტების შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი. 

დღის ბოლოს კი გალა კონცერტი - ღამის შოუს ბენდის მონაწილეობით დასრულდა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018