მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


დღეს სოხუმის დაცემის დღეა

დღეს სოხუმის დაცემის დღეა, უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიაში. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილეებთან გივი გიუტაშვილთან, თამაზ ფოლოდაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილთან და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან ერთად, აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალები გვირგვინებით შეამკო.

„დღეს უმძიმესი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, აფხაზეთი საქართველოა და ჩვენ შევძლებთ, გმირულად დაღუპული ბიჭების სახელით, აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ქედს ვიხრი ომში დაღუპული გმირების წინაშე და მომავლის იმედით გილოცავთ ჯვართამაღლებას! ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს! ჩვენ ერთი საქართველო გვაქვს!“ - დიმიტრი ზურაბიშვილი

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018