მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


განახლებული სკვერი ძალისში

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისში სკვერის მოწყობა დასრულდა.

პროექტის მიხედვით, ეკლესიისა და ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიებზე განხორციელდა სხვადასხვა სახის სამუშაოები. მათ შორის, განახლდა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი, დაიგო ბორდიულები, დეკორატიული ფილები, მოეწყო საბავშვო გასართობი ატრაქციონები და დეკორატიული შადრევანი. დამონტაჟდა ტრენაჟორები. სივრცეში დაიდგა სკამები, ლამპიონები, ფანჩატური, ურნები და დაირგო დეკორატიული მცენარეები.

აღნიშნული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 288 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ნდს მშენებლობა“ ახორციელებდა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018