მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


კონკურსი მცხეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით გამოცხადდა სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ 

კონკურსი ოთხი მიმართულებით გაიმართება: ნახატების, ესსეების, წიგნის ყდის დიზაინისა (შესრულებული გრაფიკულ პროგრამებში) და წიგნის რედაქტორის. 

გამარჯვებულებს გამოავლენს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის მიერ დაკომპლექტებული ჟიური, რომელთაც გადაეცემათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით გამოიცემა საკონკურსო ნამუშევრებისგან შექმნილი წიგნი „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ რომლის ყდის დიზაინერიც და რედაქტორიც ამავე კონკურსის შედეგად შეირჩევა. 

ეს იქნება კრებული, რომელიც მთლიანად მცხეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების ჩართულობით შეიქმნება.

აღნიშნული ღონისძიება იმ გმირების ხსოვნისა და სახელის უკვდავყოფას ეძღვნება, რომლებმაც თავი გასწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობის დასაცავად. მისი ძირითადი მიზანი ახალგაზრდებში ომის ნეგატიური შედეგების გააზრება, კონფლიქტების დარეგულირებისას ხელოვნების როლის წინ წამოწევა და ახალგაზრდა, დამწყები მხატვრების, ესსეს ავტორების, გრაფიკული დიზაინერებისა და წიგნის რედაქტორების გამოვლენა და წახალისებაა. 

ნახატების, ესსეებისა და წიგნის ყდის დიზაინის მიმართულებით კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 14-დან 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს. 

წიგნის რედაქტორის მიმართულებით კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 18-დან 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს.

ესსეებისა და ნახატების მიმართულებით საკონკურსო ნამუშევრები მიიღება  2023 წლის 27 სექტემბრიდან 2023 წლის 27 ოქტომბრამდე;

საკონკურსო ნახატები მიიღება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, ანტიოქიის ქ. N7,  09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;

საკონკურსო ნამუშევრები ესსეების მიმართულებით მიიღება შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: nino.mani87@gmail.com

კონკურსში ესსეებისა და ნახატების მიმართულებით გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ ასაკობრივ კატეგორიაში: 14-დან 18 წლის ჩათვლით და 18-დან 29 წლის ჩათვლით;

ნახატების მიმართულებით კონკურსის მონაწილეებმა უნდა შექმნან ნამუშევრები აფხაზეთის ომის თემაზე  სახელწოდებით „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“

ნახატი შესრულებული უნდა იყოს A4-ის ფორმატზე, ფანქარში;

ერთ კონკურსანტს შეუძლია მაქსიმუმ ორი ნახატის წარმოდგენა;

ესსეების მიმართულებით კონკურსის მონაწილეებმა უნდა დაწერონ ესსე სახელწოდებით „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ 

ესსე დაბეჭდილი უნდა იყოს Word-ში, შრიფტით Sylfaen;

ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ესსეს წარმოდგენა;

საკონკურსო ნამუშევრები  წიგნის ყდის დიზაინზე (შესრულებული გრაფიკულ პროგრამებში) მიიღება 2023 წლის 27 სექტემბრიდან 2023 წლის 27 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: nino.mani87@gmail.com

კონკურსში წიგნის ყდის დიზაინზე (შესრულებული გრაფიკულ პროგრამებში) გამარჯვებული გამოვლინდება ერთ ასაკობრივ კატეგორიაში: 14-დან 29 წლის ჩათვლით;

წიგნის ყდის დიზაინი (წიგნის წინა და უკანა მხარე, შესრულებული გრაფიკულ პროგრამაში უნდა იყოს PDF-ში; სამუშაო ფაილის ზომა A5 (148-210 mm)) შექმნილი უნდა იყოს ესსეებისა და ნახატების კრებულისთვის. წიგნის სახელწოდება „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“

ერთ კონკურსანტს შეუძლია წიგნის ყდის მაქსიმუმ ორი დიზაინის წარმოდგენა;

წიგნის რედაქტორის კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 27 ოქტომბერი;

წიგნის რედაქტორის კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია, ამასთან, სახელი/გვარი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nino.mani87@gmail.com ან ტელეფონის ნომერზე: 591 94 80 50;

წიგნის რედაქტორის კონკურსი გაიმართება ტესტირების გზით 2023 წლის 30 ოქტომბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში; მის: ქ.მცხეთა, ანტიოქიის ქ.N7;

კონკურსში წიგნის რედაქტორის მიმართულებით გამარჯვებული გამოვლინდება ერთ ასაკობრივ კატეგორიაში: 18-დან 29 წლის ჩათვლით;

გამოფენის გახსნა, საკონკურსო ესსეებისა და ნახატებისგან შექმნილი წიგნის წარდგენა და გამარჯვებულების გამოვლენა/დაჯილდოება 15 ნოემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურ ცენტრში გაიმართება.

ერთ კონკურსანტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კონკურსში ყველა მიმართულებით (ესსე, მხატვრობა, გრაფიკული დიზაინი, წიგნის რედაქტორი);

მონაწილე, რომელიც კონკურსის ერთ მიმართულებაში გაიმარჯვებს, ავტომატურად მოიხსნება სხვა მიმართულების კონკურსებიდან.

საუკეთესო ესსეები და ნახატები, რომელსაც კომპეტენტური ჟიური შეარჩევს, შევა კრებულში სახელწოდებით „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“

წიგნის ყდის საუკეთესო დიზაინი ჟიურის გადაწყვეტილებით შეირჩევა წიგნისთვის სახელწოდებით „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“

წიგნის რედაქტორის კონკურსში გამარჯვებული მონაწილე გახდება წიგნის „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ რედაქტორი.

კონკურსზე არ დაიშვება ისეთი ნამუშევრები, რომლებიც სხვის საავტორო უფლებას არღვევს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018