„ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!“ ამ ლოზუნგით, 3 ოქტომბერს, დილის 11:00-დან საღამოს 18:00 საათამდე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით კლინიკა “რემელიქალი”-ს მაღალპროფესიონალი ექიმები ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.
მოქალაქეებს ჩაუტარდებათ შემდეგი კვლევები: ყველა პროფილის ექიმის კონსულტაციები, ელექტროკარდიოგრაფია; ექოსკოპია, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში; აუდიომეტრია და სხვა გამოკვლევები.
აქციის ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანს ეწვევიან:
• თერაპევტი;
• კარდიოლოგი;
• ქირურგი;
• ენდოკრინოლოგი;
• ნევროლოგი;
• რევმატოლოგი
• გასტროენტეროლოგი
- ოტორინოლარინგოლოგი
- აუდიომეტრიის სპეციალისტი
• ექოსკოპისტი;
• ტრიაჟის (მიმღების) ექიმი.
აქცია “ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!” სოფელ მუხრანის კულტურის სახლში ჩატარდება და სახელმწიფო რეგულაციების სრული დაცვით ჩაივლის.
კლინიკა “რემედიქალი”თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური საავადმყოფოა, სადაც ფართოდაა დანერგილი დიაგნისტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.