მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ღვინის დღეები

7-15 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, იმართება ყოველწლიური ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები“.

  • ქალაქი მცხეთა ფესტივალს 8 ოქტომბერს უმასპინძლებს.
  • ღონისძიების ადგილი: თეატრონის მიმდებარე ტერიტორია
  • საფესტივალო პროგრამის დასაწყისი: 14:00 საათი
  • 14:00–20:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
  • 14:00–20:00 ადგილობრივი კულინარების ეთნო-სამზარეულო: პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება, ტრადიციული კერძების დაგემოვნება, ჭაჭის გამოხდა.
  • 14:00–18:00  მოწვეული შეფ-მზარეული რუსო დაუშვილის კერძების დეგუსტაცია.
  • 14:00–18:00 „ღვინის ბარი“ - ღვინის კოქტეილების დეგუსტაცია.
  • 16:00–17:00 ღვინის ფარული დეგუსტაცია სომელიესთან ერთად.
  • 14:00–18:00 ღვინით ხატვა.
  • 14:00–20:00 ექსკურსიები მცხეთის მარნებში.
  • 14:00–20:00 საგამოფენო სივრცე - „საქართველო ღვინის სამშობლო“.
  • 14:00–19:00 Dj Levi Love Disco.
  • 19:00–21:00 კონცერტი: „თბილისური კვარტეტი“, ჯგუფი „მიქსტურა“.

შემოგვიერთდით, ერთად აღვნიშნოთ ღვინის დღეები ღვინის სამშობლოში.

#ღვინისდღეები2023

 #ჩვენიდღეები

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018