მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ესენია: ზაჰესი, ქსანი, მსხალტბა, წილკანი, ერედა, მისაქციელი, საგურამო, გალავანი, წინამძღვრიანთკარი, ცხვარიჭამია, ლელუბანი, მამკოდა, ძეგვი, ლისი, მუხათწყარო, ნაფეტვრები, ქვემო ნიჩბისი, ძველი ქანდა, მუხრანი, ზაქარო.
საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 400,000 ლარამდეა.
აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ისახავს მიზნად.