საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურმა ოფისმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მისიის მე-15 წლისთავი ფოტოგამოფენით მცხეთის კულტურის ცენტრში აღნიშნა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 15 ფოტოსურათი, რომლებიც ასახავს მათ საქმიანობას საქართველოში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დიმიტრიოს კარაბალისმა მადლობა გადაუხადა ქალაქ მცხეთას სტუმართმოყვარეობისა და მხარდაჭერისთვის.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა მისიის თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადა გაწეული ღვაწლისთვის და აღნიშნა, რომ მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მშვიდობასა და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის.