მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


საქველმოქმედო აქცია „ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!“

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქცია „ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!“ გაიმართა. 

აქციის ფარგლებში, კლინიკა “რემედიქალის" მაღალპროფესიონალმა ექიმებმა სოფელ მუხრანში მოსახლეობას უფასო სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა პროფილის ექიმთან კონსულტაცია  გაევლოთ. მათ შორის ადგილზე იმყოფებოდნენ: თერაპევტი, კარდიოლოგი, ქირურგი ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, რევმატოლოგი, გასტროენტეროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, აუდიომეტრიის სპეციალისტი, ექოსკოპისტი და ტრიაჟის (მიმღების) ექიმი. 

სამედიცინო აქციის ფარგლებში, ჩატარდა ელექტროკარდიოგრაფია, ექოსკოპია, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში; აუდიომეტრია და სხვა გამოკვლევები.

აქცია სოფელ მუხრანის კულტურის სახლში სახელმწიფო რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ კლინიკა “რემედიქალი” თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური საავადმყოფოა, სადაც ფართოდაა დანერგილი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.

#ერთადვიზრუნოთთქვენსჯანმრთელობაზე.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018