მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ღვინის დღეები 2023

ქალაქი მცხეთა, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ყოველწლიურ ღვინის ფესტივალს „ღვინის დღეებს“ მასპინძლობს.

ღონისძიებას, რომელიც თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე 14:00 საათზე დაიწო და 21:00 საათამდე გაგრძელდება, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები სტუმრებთან  და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებიან.

ამ წუთებში ადგილზე მიმდინარეობს ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა; ადგილობრივი კულინარების ეთნო-სამზარეულო: პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება, ტრადიციული კერძების დაგემოვნება, ჭაჭის გამოხდა;

მოწვეული შეფ-მზარეული რუსო დაუშვილის კერძების დეგუსტაცია; „ღვინის ბარი“ - ღვინის კოქტეილების დეგუსტაცია; ღვინის ფარული დეგუსტაცია სომელიესთან ერთად;

ღვინით ხატვა; ექსკურსიები მცხეთის მარნებში; საგამოფენო სივრცე - „საქართველო ღვინის სამშობლო“. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებს Dj Levi Love Disco.

საღამოს, 19:00 დაიწყება კონცერტი. სცენას დაიკავებენ „თბილისური კვარტეტი“ და ჯგუფი „მიქსტურა“. 

შემოგვიერთდით, ერთად აღვნიშნოთ ღვინის დღეები ღვინის სამშობლოში.

#ღვინისდღეები2023

#ჩვენიდღეები

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018