14 ოქტომბერს, ტრადიციულად ,,მცხეთობა - სვეტიცხოვლობა“, იგივე კვართის დღესასწაული აღინიშნა მცხეთაში, რომელიც მრავალფეროვანი სადღესასწაულო ღონისძიებებით იყო დატვირთული.
საზეიმო წირვა, პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.წირვას მრევლთან ერთად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრები, პარლამენტარები, საზოგადოებისათვის ცნობადი სახეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპეციალურად ამ დღისთვის ძველი სატახტო ქალაქს ესტუმრნენ უცხოელი სტუმრები ესტონეთიდან, საფრანგეთიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, ლიეტვუადან, თურქეთიდან, გერმანიდან და იაპონიდან.ცენტრალურ ქუჩებზე მთელი დღის განმავლობაში იყო ხალხმრავლობა. წარმოდგენილი იყო შემეცნებითი სივრცეები, კულტურულ-საგანმანათლებლო და ისტორიული სტენდები, მცხეთის დიადი ისტორიის აუდიო ვერსია, ძველებური ბანკი, იარაღების თვალსაჩინოებები, ქართველ მეფეთა სასახლეები, საოქრომჭედლო, მცხეთის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების საგამოფენო სივრცეები.
მოსახლეობას მცხეთის მერთან, დიმიტრი ზურაბიშვილთან ერთად, მიესალმნენ და დღესასწაული მიულოცეს პარლამენტის და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და ხალხური ანსამბლები.გაიმართა ქართული ესტრადის მომღერლის ანრი ჯოხაძის და ცნობილი იაპონელი მომღერალის - ტოკიკო კატოს კონცერტები.გალა-კონცერტზე წარმოდგენილი იყო ქართული ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი Killages.მოსახლეობის განწყობაზე ზრუნავდა DJ გიგა პაპასკირი. საღამოს უძღვებოდნენ წამყვანები: მანიკა ასათიანი და დუტა სხირტლაძე.