წილკნის დევნილთა დასახლებიდან წეროვნის დევნილთა დასახლებაში მიმავალ სკოლის მოსწავლეებს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსი ემსახურებათ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის სკოლების სატრანსპორტო მომსახურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. მოსწავლეებმა რომ გრძელი და დამღლელი გზის კომფორტულად გავლა შეძლონ, მერიამ შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ შპს ,,აქტივ გრუპთან“ მომსახურების სერვისზე ხელშეკრულება მიმდინარე წლის იანვრის თვეში გააფორმა.კომპანიას რეგიონში ამ დარგით მომსახურების 13 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი დუშეთში, მცხეთასა და ახალგორში 49 სკოლას ემსახურება და 114 მარშრუტს ახორციელებს. აქედან, მცხეთის მუნიციპალიტეტის 20 სკოლას 95 მარშრუტით უზრუნველყოფს და თითქმის ყველა მათგანი გამართულად სრულდება.
წინა წლებში, წილკნის დევნილთა დასახლებიდან სკოლაში მიმავალ მოსწავლეებს გადაადგილება 34 ადგილიანი მინი ავტობუსით უხდებოდათ, რაც 137 ბავშვისთვის არაკომფორტული იყო.
2019 წლიდან კი მათ ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 50 ადგილიანი კომფორტული ავტობუსი ემსახურებათ, რომელიც მოსწავლეების დათქმული ადგილებიდან სკოლამდე და სკოლიდან უკან უსაფრთხოდ გადაადგილდებისთვის უკვე ერთი თვეა ემსახურება.