მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მერმა ჩამოსულ სტუმრებს უმასპინძლა

13 ოქტომბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა ,,მცხეთობა-სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულზე  მცხეთასთან დამეგობრებული ქალაქებიდან ჩამოსულ დელეგაციებს უმასპინძლა.

სადღესასწაულო ზეიმზე მოწვეული იყვნენ მეგობარი ქალაქების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესტონეთიდან, საფრანგეთიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, ლიეტუვადან, თურქეთიდან, გერმანიიდან  და იაპონიიდან, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს მერს მოწვევისა და მეგობრული დახვედრისთვის.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ქალაქის მთავარ დღესასწაულზე სტუმრობისათვის. მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი გაგიწიოთ მასპინძლობა საქართველოს უძველეს დედაქალაქში, მცხეთაში. ვისურვებდი, რომ  ჩვენს ქალაქებს შორის არსებული მეგობრობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს და გაძლიერდეს, რადგან ქალაქებს შორის მეგობრობა საფუძველი უნდა იყოს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის“ - დიმიტრი ზურაბიშვილი. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, მოადგილეები თამაზ ფოლოდაშვილი და გიორგი ბაჯაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი მოადგილეებთან ერთად.

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018