საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმამდე მისასვლელი საავტომობილო გზის გამყოფი სივრცის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში ეწყობა ბორდიულები და ბილიკები, ბავშვთა გასართობი სივრცე ატრაქციონებით. განთავსდება სკამები, სანაგვე ურნები, დეკორატიული ლამპიონები, სასმელი წყლის დასალევი ბიუვეტი. ტერიტორიაზე მოეწყობა დეკორატიული გამწვანება. არსებულ გარე განათების ლამპიონებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 764 780 ლარით ფინანსდება.