მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ ფოლადაშვილი მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მცხეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებენ.
შეხვედრის ფარგლებში, შეფასდა სამუშაოების მიმდინარეობა და ასევე ყურადღება გამახვილდა პროექტების ხარისხიანად შესრულებაზე და ვადებზე.
კომპანიების წარმომადგენლებმა, მერის მოადგილეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მიმდინარე და განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ და იმსჯელეს სავარაუდო გამოწვევებზე. განიხილეს პრობლემური საკითხები და ისაუბრეს მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე.