მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


არაგვის ხეობაში ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ მცხეთაში, ბებრის ციხის მიმდებარედ, მდინარე არაგვის ხეობაში ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 

პროექტით გათვალისწინბულია ბებრის ციხის ქვემოთ რკინა-ბეტონის კედლის მოწყობა 204 მეტრის მანძილზე. აღნიშნულ მონაკვეთზე მოხდა კალაპოტის შეცვლა, გაკეთდა  საძირკველი, რის შემდგომაც განხორციელდება 4 მეტრამდე რკინა-ბეტონის კედლის მოწყობა.  

ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები,  რეგიონული განვითარების ფონდიდან და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელსაც შპს “ჯორჯიან ენერჯი“ ახორციელებს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018