მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


წეროვნის პირველი საჯარო სკოლის დაარსების 50 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

წეროვნის პირველი საჯარო სკოლის დაარსების 50 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიებაზე სკოლის ყოფილი დირექტორები, მასწავლებლები და წარმატებული კურსდამთავრებულები გაიხსენეს და მათ მიღწევებზე ისაუბრეს. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი მოადგილესთან თამაზ ფოლოდაშვილთან და მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ფარნაოზ იორდანიშვილთან ერთად წეროვნის N1 საჯარო სკოლას ესტუმრა და  50 წლის იუბილე მიულოცა.

„გილოცავთ სკოლის 50 წლის იუბილეს. განსაკუთრებით მასწავლებლებს, მოსწავლეებს და იმ ძველ თაობას, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ამ სკოლის დაარსებასა და განვითარებაში. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან, იმ ადამიანებთან ერთად დავესწრო ამ ღონისძიებას, რომლებმაც უამრავი მოსწავლე აღზარდეთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ და გისურვებთ ყოველთის გეამაყოთ თქვენი აღზრდილი თაობით“ - დიმიტრი ზურაბიშვილი.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018