მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ქსანში სკვერი მოეწყო

მცხეთის მუნიციპალიტეტში რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობის პროცესი გრძელდება. აღნიშნული მიმართულებით, მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 3 მილიონ ლარამდე ღირებულების 10-მდე პროექტი განხორციელდა. მათ შორისაა  ქსნის სკვერი.  

პროექტის ფარგლებში, სოფელში მოეწყო საბავშვო გასართობი მოედანი ატრაქციონებითა და ფანჩატურით, დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარე, დამონტაჟდა სავარჯიშო ტრენაჟორები, მოსასვენებელი სკამები და ჩატარდა ყველა სხვა საჭირო სამუშაო. 

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ ნახევარ-მილიონ ლარამდე შეადგინა.

სოფელ ქსანში სკვერის კეთილმოწყობის დასრულებული სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018