სოფელ მუხრანში გრძელდება შიდასაუბნო გზების მოწესრიგება, რომლის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა კომფორტული გზით გადაადგილებას შეძლებს.
ამ ეტაპისთვის, დაგეგმილი 7 უბნის სარეაბილიტაციო გზებიდან დარჩენილი ორი უბნის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან დასრულდა გზის დაგებითი სამუშაოები მუხრანის ერთ-ერთ უბანში, რომელზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფილი თანხა 445 556 ლარს შეადგენს და სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია ,,ერ ტე დე“ ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტის ფენა და გზის მიმდებარედ გაკეთდა ცხაურები.
სოფელში დაიხაზა გზის მონაკვეთები ცენტრსა და შატო მუხრანის მიმართულებით.