მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფელ წეროვანში გზების მოასფალტება დასრულდა

სოფელ წეროვანში დასრულდა შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები ოთხ მონაკვეთზე.

პროექტით მოეწყო სანიაღვრე არხები და არხის პირას ქუჩის გასწვრივ დამონტაჟდა ზღუდარები. 

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ისახავს მიზნად, რომელიც მცხეთის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, სოფელში დარჩენილი ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის გნსახორციელებლად შესყიდულია პროექტები და მომავალი წლიდან დაიგეგმება სამუშაოები.  

საბოლოო ჯამში სოფელში 10 ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება.

დასრულებული სამუშაოების ღირებულებამ 663 997 ლარი შეადგინა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018