მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფელ წილკანში სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

დარბაზს სრული რეაბილიტაცია უტარდება, მიმდინარეობს ფასადის და ინტერიერის მოპირკეთება. სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ადგილზე სხვადასხვა სპორტული სახეობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ასევე  გასახდელები და სველი წერტილები მოეწყობა.  

დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი  სახელშეკრულებო თანხა 169439,13 ლარს შეადგენს.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად .

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018