მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ბიწმენდსა და ჯიღაურაში სოფლის პროგრამით სამუშაოები მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით დაფინანსებული პროექტების უმრავლესობა დასრულებულია. ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს დარჩენილი პროექტების განხორციელება, რომლებიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნული პროგრამით, სოფელ ბიწმენდში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შემოიღობა არსებული რეზერვუარი, გაუკეთდა ჰიდროიზოლაცია და ზემოდან დაიფარა ბეტონის ფენით.

დარჩენილი თანხით მოხდება 300 მ-მდე სასმელი წყლის მილის ახლით ჩანაცვლება. ჯიღაურაში კი არსებულ სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ. ჯიღაურას ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ორივე პროექტი ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018