მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფელ ძალისში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა.

სოფელ ძალისში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარით მოეწყო 2კმ-ზე მეტი გზის მონაკვეთი. გაკეთდა სანიაღვრე არხები და გადასასვლელ მონაკვეთებზე დამონტაჟდა ცხაურები.

გზის კეთილმოწყობისთვის საჭირო თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 246 000 ლარი შეადგინა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018