მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


11 სექტემბერს ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნა

22 თებერვალს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის პირველმა მოადგილემ ელიზაბედ რუდმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ბაქრაძემ, ა(ა)იპ "ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების" ხელმძღვანელმა გია ატაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველების მემორიალი მცხეთაში გვირგვინით შეამკეს. ქართული და ამერიკული მხარეების წარმომადგენლებმა მეხანძრეებისა და 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად გარდაცვლილი სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად მწვანე ნარგავები დაირგო. აღნიშნული შეხვედრა ა(ა)იპ "ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების" ორგანიზებით გაიმართა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს აშშ-ის საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობების ოფისის (ODC) ფინანსური მხარდაჭერით მცხეთა-მთიანეთში განსახორციელებელი პროექტების შესახებ.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018