მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


საგურამოში შიდა საუბნო გზების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

საგურამოში (მე-2 და მე-6 ქუჩა) შიდა საუბნო გზების ასფალტობეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 

სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილეებთან თამაზ ფოლოდაშვილთან, გიორგი ბაჯაძესთან,  საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე  გაეცნო.   

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ისახავს მიზნად, რომელიც მცხეთის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 

მიმდინარე  სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 144499,38  ლარს შეადგენს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018