მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024

მცხეთაში ,,სასკოლო სპოტრული ოლიმპიადა 2023-2024-ის“ მუნიციპალური თამაშები მიმდინარეობს, სადაც მცხეთის საჯარო სკოლებიდან 20 გუნდი იღებს მონაწილეობას.

პირველ ეტაპზე მოასპარეზე გუნდებიდან ნახევარფინალურ თამაშებზე მცხეთის პირველი და მეორე საჯარო სკოლების, მუხრანის პირველი საჯარო სკოლის, ძველი ქანდისა და ძეგვის საჯარო სკოლის გუნდები გადავიდნენ.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ნახევარფინალური და ფინალური თამაშები მიმდინარე წლის 24 ნოემბერს 13:30 საათზე გაიმართება.

გამარჯვებული გუნდები რეგიონულ ტურში მიიღებენ მონაწილეობას.

აღნიშნული ტურნირი მცხეთის მუნიციპალიტეტის  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით იმართება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018