მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სამუშაო შეხვედრა სამსახურისა და განყოფილების ხელმძღვანელებთან

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სამსახურისა და განყოფილების ხელმძღვანელებთან.

შეხვედრაზე, მიმდინარე წელს განხორციელებულ, დასასრულებელ და გარდამავალ პროექტებსა და ღონისძიებებზე ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის მერმა განიხილა საკითხები, რომლებიც უახლოეს დროში სწრაფ რეაგირებას მოითხოვს. 

დიმიტრი ზურაბიშვილმა მოითხოვა, კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული, რაც ხელს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს მუნიციპალიტეტის თითოეული მაცხოვრებლის პრობლემებისა და წინადადებების მერიამდე მოტანასა და განხილვა-გადაწყვეტის პროცესის შემდგომ სრულყოფას.

სამუშაო შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მცხეთის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, მოადგილეები თამაზ ფოლოდაშვილი და გიორგი ბაჯაძე.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018