მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ქართული ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალი

21 ნოემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი მასპინძლობდა ქართული ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალს, რომელშიც მონაწილებდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის ანსამბლები, ფოლკლორული ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები.

ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და მერის მოადგილე გიორგი ბაჯაძე.

„ჩემთვის დიდი პატივია დავესწრო ამ არაჩვეულებრივ ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ჩვენი მუნიციპალიტეტის ანსამბლები, ჯგუფები. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პირველ რიგში ჩვენს პატარებს, თითოეულ მონაწილეს, მშობლებს, პედაგოგებს და ორგანიზატორებს. 

უმნიშვნელოვანესია თითოეული თქვენგანის წვლილი მცხეთის მუნიციპალიტეტში ქართული ფოლკლორისა და მთლიანად ჩვენი ქვეყნის კულტურული მომავლის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში“ - დიმიტრი ზურაბიშვილი.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018