23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, მცხეთა ზვიად ბოლქვაძისა და აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელას და ბენდს მასპინძლობდა.
მუსიკალურ საღამოს ადგილობრივ მოსახლეობასთან და ჩამოსულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი გივი გიუტაშვილი და კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ხელმძღვანელი შორენა არჯევანიძე.
ღონისძიება ორგანიზებული იყო მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ინიციატივით და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.