მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

24 ნოემბერს,  სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაში გაიმართა ფეხბურთში, რომელშიც მცხეთის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო სკოლა იღებდა მონაწილეობას. 

ფინალურ თამაშში,  მცხეთის N1 საჯარო სკოლამ 4:1 დაამარცხა ძეგვის საჯარო სკოლა და გახდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული.  

შეჯიბრის ბოლოს გამარჯვებული გუნდები დიპლომებით დაჯილდოვდნენ. 

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდები საქართველოს სასკოლოს პორტული ოლიმპიადის რეგიონულ შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას.

“სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ მუნიციპალური თამაშები ფეხბურთში მცხეთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით იმართა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018