მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


წეროვანაში მინი სპორტული მოედანი რეაბილიტირდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, მინი საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. 

დამონტაჟდა განათების ბოძები, ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები, მოედანზე დაიგო ხელოვნური საფარი და სტადიონის ტერიტორია შემოიღობა ლითონის კონსტრუქციით. 

სამშენებლო სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომელიც შპს „სერვისი 2015“-მა განახორციელა. 

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება, რომ სამუშაოები ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში შესრულდეს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018