მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

მცხეთაში ,,სასკოლო სპოტრული ოლიმპიადა 2023-2024-ის“ მუნიციპალური თამაშები გრძელდება, სადაც სპორტული ასპარეზობა 7 სპორტულ სახეობაში მიმდინარეობს.

30 ნოემბერს შეჯიბრება გოგონებს შორის ფრენბურთში გაიმართა. მონაწილე გუნდებიდან ფინალში გამარჯვება მუხრანის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ბადმინტონის სახეობაში კი როგორც გოგონათა ასევე, ვაჟთა შორის იმარჯვეს მცხეთის მეორე საჯარო სკოლის გუნდებმა. მათ ფინალურ შეხვედრაში წეროვნის მეორე საჯარო სკოლის ვაჟთა და გოგონათა გუნდები დაამარცხეს.  

გამარჯვებული გუნდები რეგიონულ ტურში მიიღებენ მონაწილეობას.

აღნიშნული ტურნირები მცხეთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების და სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის  ორგანიზებით გაიმართა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018