მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შეხვედრა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე წარმომადგენლებმა სოფლებში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს. ასევე, განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა. 

მცხეთის მერმა წარმომადგენლებს დაავალა, პროაქტიულად წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთ თემებში არსებული სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ. ამასთან, კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის თითოეული მაცხოვრებლის პრობლემებისა და წინადადებების მერიამდე მოტანას, მათი განხილვისა და გადაწყვეტის პროცესის შემდგომ სრულყოფას.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მერის მოადგილეები თამაზ ფოლოდაშვილი და გიორგი ბაჯაძე.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018