პატარა ქანდაში რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 338 813 ლარი შეადგინა.
სკვერში დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო ბავშვთა გასართობი კუთხე და დამონტაჟდა ტრენაჟორები. მოსასვენებელ ზონაში მოწყობილია სკამები, ლამპიონები, ფანჩატური. სკვერი, ასევე, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
სკვერის მიმდებარედ სოფლის სპორტული მოედანია განთავსებული და იქვე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ერთ სივრცეში მოქცეული აღნიშნული ინფრასტრუქტურა მომავალი თაობის კომფორტული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.