მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები მე-12, მე-15, მე-19 უბნებში დასრულდა, ხოლო აქტიურად მიმდინარეობს მე-8 და მე-11 უბნებში გზების ასფალტის საფარით მოწყობა.
პროექტის მიხედვით, აღნიშნულ მონაკვეთებზე განხორციელდა სანიაღვრე არხების მოწყობა, ასევე დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.
გზების კეთილმოწყობის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სამუშაოების ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში შესრულების მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება.