მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთა ახალი წლისთვის ემზადება

რამდენიმე დღეში, საზეიმო ვითარებაში აინთება ქალაქის მთავარი, ახალი ნაძვის ხე. 

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს, რაც რამდენიმე დღეში დასრულდება. სამუშაოები ფარნავაზის მოედნიდან ნარეკვავის დასახლებამდე მონაკვეთში განხორციელდება.

მცხეთის მერია მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და ჩამოსულ სტუმრებს სასიამოვნო საახალწლო დღეების გატარებას ჰპირდება: კონცერტებით, საბავშვო ღონისძიებებით, საახალწლო სოფლითა და სხვა გასართობი პროგრამით.

საახალწლო ღონისძიების პროგრამა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განთავსდება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018