მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსი

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დაფინანსებით ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი აცხადებს მიღებას პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიან სასერტიფიკაციო კურსზე „მცენარეთა დაცვის სამუშაოების წარმოება”-სა და „კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა და უსაფრთხოება”.

აღნიშნული მოკლევადიანი პროფესიული სწავლებები სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან.

სასერტიფიკაციო კურსზე „მცენარეთა დაცვის სამუშაოების წარმოება”პროგრამის ხანგრძლივობა 11 კვირაა.

პროგრამის მიზანია გადაამზადოს სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე პირები ან მუშაკები (მებაღე, ლანდშაფტის მებაღე; ბაღის/სათბურის მომვლელი, გაზონის მთიბავი, სანერგე/სასათბურე მეურნეობის დამხმარე) მცენარეთა დაცვის, დეკორატიული მცენარეების მოვლის, მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის მიმართულებით, როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში.

სასერტიფიკაციო კურსზე „კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა და უსაფრთხოება”პროგრამის ხანგრძლივობაა 12 კვირა.

პროგრამის მიზანია მოამზადოს პირები კომპიუტერის პროგრამული უსაფრთხოებისა და უზრუნველყოფის მიმართულებით, კვალიფიციურ სპეციალისტებად. განუვითაროს მათ საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ასევე სათანადო კომპეტენციები, რათა შეძლონ პროფესიული საქმიანობის წარმატებულად განხორციელება, როგორიცაა: ოპერაციული სისტემების ინსტალაცია; გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და კონფიგურაცია; ოპერაციული სისტემების გამართვა; ოპერაციული სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; კომპიუტერის პროგრამული პრობლემის იდენტიფიცირება და გაუმართაობის აღმოფხვრა.

პროგრამებში ჩართვისათვის აუცილებელია, მიმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის-ცენტრებს 27 ნოემბრიდან და 15 დეკემბრის ჩათვლით. (ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელი არ არის.)

მისამართი: თბილისი -

მიხეილ ასათიანის ქ. 9; 

აღმაშენებლის გამზირი 140ა; 

მოსკოვის გამზირი 25;

სარაჯიშვილის გამზირი 1.

#პროფესიულიმომზადებაგადამზადებისპროგრამა

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018