ქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ტროტუარების, ბორდიურების და ეზოების შემოღობვის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ბაჯაძესთან და მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 544 768,76 ლარს შეადგენს.