მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ახალი ნაძვის ხის ანთება


 მცხეთაში, 16 დეკემბერს, საზეიმო ვითარებაში აინთო ქალაქის მთავარი, ახალი ნაძვის ხე. ასევე, ახალი საახალწლო განათებებით მოირთო მცხეთის ცენტრალური მოედანი. ილუმინაციების ნაწილი ქალაქს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გადმოეცა.

ღონისძიებაზე საახალწლო გასართობ შოუ პროგრამასთან ერთად, ასევე,  გაიმართა ჯგუფ "რეზო და ბავშვების" კონცერტი. 

ადგილობრივ მცხოვრებლებთან და ქალაქის სტუმრებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს  პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

„საქართველოს უძველესი სატახტო დედაქალაქიდან თითოეულ მოქალაქეს მინდა მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი. ვუსურვო ჯანმრთელობა, მშვიდობა, სიკეთე, სიხარული. ეს წელი წარმატების წელი იყო საქართველოსთვის. ჩვენ მივაღწიეთ შედეგს და ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც არის საწინდარი იმისა, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტი წარმატებით გააგრძელებს წინსვლას. მინდა განსაკუთრებით მივულოცო ჩემს მცხეთელებს დამდეგი ახალი 2024 წელი, განახლებული და კიდევ უფრო მეტად დამშვენებული ქალაქიდან, მცხეთიდან. ჩვენ ერთად, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ“ - საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე.

„მინდა ჩვენს ძვირფას მოსახლეობას მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი, ვუსურვო მათ ბედნიერი, წარმატებული და მშვიდობიანი ახალი 2024 წელი. ჩვენს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ბევრი ახალი სასიკეთო ცვლილება განხორციელდა. მინდა ვისურვო, რომ მომავალი წელი ყოფილიყოს კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი, როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის“ - მცხეთის მუნიციპალიტეტისმერი დიმიტრი ზურაბიშვილი.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018