მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ არაშენდაში, შიდა საუბნო გზების ასფალტობეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჩიფჩიურთან და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილთან ერთად დაათვალიერა.
გზის სავალ ნაწილზე დაგებულია ასფალტის პირველი ფენა, მოეწყო სანიაღვრე არხები და ცხაურები. ამჟამად მიმდინარეობს ასფალტობეტონის მეორე ფენის დაგება.
სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელსაც მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „გრანდ როუდ გრუპი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 309 997 ლარია.