მცხეთის მუნიციპალიტეტში დასრულდა 2023-2024 წლის საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებული მუნიციპალური თამაშები, სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტის 12 საჯარო სკოლის გუნდი სპორტის 7 სახეობაში მონაწილეობდა.
დასკვნითი შეჯიბრება, ყველაზე მასობრივ სპორტულ თამაშებში - "მხიარული სტარტები“, ჩატარდა. თითოეულ გუნდში 12 (6 გოგონა, 6 ვაჟი) სხვადასხვა ასაკის მოსწავლე ასპარეზობდა.
ნახევარფინალში საგურამომ სძლია მუხრანის პირველი საჯარო სკოლის გუნდს, ხოლო ჩარდახმა ძეგვის გუნდს.
ფინალურ შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, სადაც საგურამომ მცირე უპირატესობით გაიმარჯვა და რეგიონულ თამაშებში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
გამარჯვებულებს შესაბამისი ხარისხის დიპლომები გადაეცათ ორგანიზატორებისაგან.
სპორტული ღონისძიებების მუნიციპალური ტური ორგანიზებული იყო მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის და სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის მიერ.