მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ჩარდახსა და პატარა ქანდაში აქტიურად გრძელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჩარდახსა და პატარა ქანდაში აქტიურად გრძელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოები. 

პროექტების მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი  ადგილზე გაეცნენ.

საბავშვო ბაღები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად შენდება. ეწყობა შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები, ასევე საბავშვო ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის.

საბავშვო ბაღები 2 ჯგუფზეა გათვლილი და  განთავსდებიან ერთსართულიან შენობაში. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 2 400 002 ლარია.

საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და პრიორიტეტების მიხედვით დაიგეგმა.

სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მიმდინარე პროგრამის ფარგლებში ასრულებს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018