“22 თებერვალს მცხეთაში, ადგილობრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრები ქ. თბილისში 7 მარტს დაგეგმილ შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარსადგენად ემზადებიან. ადგილობრივმა საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა იმსჯელეს რეგიონში ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის პოტენციალის მქონე სექტორების გამოწვევების მიმართულებით და მოამზადეს რეკომენდაციები ცენტრალური ხელისუფლებისათვის. შეხვედრაზე ასევე მოხდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ მოკლე ანგარიშის წარდგენა მეფუტკრეობის, მესაქონლეობის, მეთევზეობის, ბოსტეულისა და ხილის სექტორების მიმართულებით. ადგილობრივი საკონსულტაციო საბჭო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისაგან, მცირე და საშუალო საწარმოებისა და საჯარო მოხელეებისგან შედგება. რეგულარული შეხვედრების მიზანის, რომ ის მოთხოვნები, რეკომენდაციები და პრობლემები, რაც ფერმერებს საქართველოში ევროკავშირთან არსებული ღრმა და ყოვისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA-ის) განხორციელების პროცესში გააჩნიათ, რეგიონებიდან პირდაპირ გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე გადაიცეს, სადაც მათი მოგვარება იქნება შესაძლებელი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტი ხორციელდება „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნის მიზნით. პროექტს ხელმძღვანელობს „აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრი“ (EESC, ლიტვა). კონსორციუმის მონაწილე ორგანიზაციები არიან: „საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია“ (ABCO, საქართველო), „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP, საქართველო), „გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GPI, სლოვაკეთი), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ (საქართველო), „ათინათი“ (საქართველო) და ასოციაცია „კავკასიის გენეტიკა“ (საქართველო)."