მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


უფასო მგზავრობა ერთი თვის განმავლობაში

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით 2024 წლის იანვრიდან მცხეთის მუნიციპალური ტრანსპორტი თითოეულ მოქალაქეს, ერთი თვის განმავლობაში, უფასოდ მოემსახურება.

პირველი თვის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება თითოეული მოქალაქისთვის. 

ერთი თვის შემდეგ, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულობა (მცხეთა-თბილისი) განისაზღვრება 1.70 ლარით. 

ხოლო, სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე უფასო მგზავრობის უფლება (მუდმივად) მიენიჭება:

ა) მცხეთის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს;

ბ) ა(ა)იპ  „მცხეთის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ ბენეფიციარებს.

მარშრუტზე 50%-იანი შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის უფლება (მუდმივად) მიეცემა შემდეგ პირთა კატეგორიას:

1. მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით  განსაზღვრულ   პენსიონერებს;

2. მცხეთის  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;

3. მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  სოციალურად დაუცველ ოჯახებს;

4. მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს;

5. მცხეთის  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.

ასევე,  ქალაქ მცხეთაში მუნიციპალური ტრანპორტი გადაადგილდება  „ნარეკვავის“ დასახლება - ფარნავაზის მოედანი - არმაზის მიმართულებით (წრიული) განისაზღვრება 50 თეთრით.

პირველი თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ იმგზავრებს ყველა მოქალაქე, ხოლო რეგულარულად უფასო იქნება მგზავრობა:

1)მცხეთის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის;

2)ა(ა)იპ  „მცხეთის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ ბენეფიციარებს.

ასევე, შეღავათით სარგებლობის უფლება მიეცემათ პირებს, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი,  თუმცა მუდმივად ცხოვრობენ მცხეთის მუნიციპალიტეტში, რაც დასტურდება ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობით.

შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირების მგზავრობა განხორციელდება შესაბამისი სამგზავრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით. 

შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა განხორციელდება მათ მიერ  უფლებამოსილ სუბიექტთან მიმართვის  საფუძველზე. 

შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით სარგებლობის მიზნით გასაცემი პლასტიკური ბარათის მისაღებად წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი სტატუსისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სტუდენტების შემთხვევაში, შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა უნდა მოხდეს ყოველწლიურად.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018