მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1800 ოჯახს, საახალწლოდ სასურსათო პაკეტები დაურიგდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის, დიმიტრი ზურაბიშვილის ინიციატივით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1800 ოჯახს, საახალწლოდ სასურსათო პაკეტები ურიგდება.

დიმიტრი ზურაბიშვილმა  სოციალურად დაუცველები პირადად მოინახულა, სასურსათო ნობათები გადასცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

მერთან ერთად, ინიციატივის განხორციელების პროცესში, აქტიურად ჩაერთო მცხეთის მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში. 

აღნიშნულ დახმარებას იღებენ უკიდურესად შეჭირვებული, მრავალშვილიანი, მარტოხელა, მოხუცთა თავშესაფრის, უფასო სასადილოს და დღის ცენტრების : „იალონი“, „მომავლის რწმენა“, წილკნის და გალავანის მცირე საოჯახო, წეროვნის დღის ცენტრის ბენეფიციარები, უსინათლოები და ვეტერანები. თითოეული პაკეტი 14 დასახელების პროდუქტისგან შედგება.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, სოციალური ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018