მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მერმა ევროპის ჩემპიონს გამარჯვება მიულოცა

მუხრანელმა სანდრო შარიფაშვილმა უნგრულ დიორში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასზე მესამე ადგილი  მოიპოვა და ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. 

ახალგაზრდა სპორტსმენს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა პირადად მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„ვულოცავ სანდროს ამ მნიშვნელოვან მიღწევას, ვუსურვებ წარმატებას და დარწმუნებული ვარ ჩვენ მუნიციპალიტეტს და მუხრანს კიდევ ბევრჯერ ასახელებს“ - დიმიტრი ზურაბიშვილი.

უნგრული შეჯიბრება ქართველებისთვის 8 მედლით დასრულდა - 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 - ბრინჯაო.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018