31 დეკემბრის ახალი წლის ღამეს, საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი იმ უწყებებში იმყოფებოდნენ, რომლებიც ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობზე და უსაფრთხოებაზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს, მცხეთის განყოფილების მეხანძრე-მაშველებს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების, მცხეთის რაიონული ცენტრის თანამშრომლებს, შსს - ს მცხეთა-მთიანეთის პილიციის დეპარტამენტს და მცხეთის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი პირადად მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს თავდაუზოგავი შრომისთვის.