მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მერის მილოცვა მოსახლეობას

მცხეთის მუნიციპალიტეტის თითოეულ მაცხოვრებელს გილოცავთ ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და კეთილდღეობას.

2024 წელს მოეტანოს ბედნიერება და მშვიდობა სრულიად საქართველოსთვის!

მჯერა, რომ ეს წელი კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი იქნება!

გასულ წელს, მუნიციპალიტეტში  ბევრი ახალი პროექტი განხორციელდა. მათ შორისაა  მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხიც. მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ  აღნიშნული ტრანსპორტი ამოქმედდა და დღეიდან ერთი თვის გამავლობაში უფასოდ მოემსახურება მოქალაქეებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და წარმატებებს გისურვებთ!

დიმიტრი ზურაბიშვილი, 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018