მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საშობაო ლიტურგიას ესწრებიან საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი ოჯახთან ერთად.

“საქართველოს უძველესი სატახტო ქალაქიდან, მცხეთიდან ვულოცავ ქრისტეშობას ყველა ქართველს და ყველა ქრისტიანს, ქალაქიდან, სადაც იესოს კვართია დაბრძანებული, ვულოცავ სრულიად საქართველოს იმედის, რწმენის, სიცოცხლის დაბადების  უდიდეს დღესასწაულს! 

მშვიდობა, კეთილდღეობა, გონიერება და სამშობლოს ჭეშმარიტი სიყვარული ყოფილიყოს  შობის ღამით საქართველოს მეკვლე” - დიმიტრი ხუნდაძე

“გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ყველას, ვის გულშიც უფალი იშვა. მშვიდობა, ბედნიერება და კეთილდღეობა სუფევდეს ჩვენს ოჯახებში. მაცხოვრის შობა ახლის დაბადების სიმბოლოა და ჩვენც ბევრი სასიკეთო მოლოდინით შევეგებოთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.

მინდა ვისურვო ერთმანეთის  სიყვარული, მშვიდობა, ჯანმრთელობა, ბედნიერება და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება” - დიმიტრი ზურაბიშვილი.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018